суббота, 11 мая 2013 г.

მასწავლებელთა კონკურსი საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2013 (Microsoft Partners in Learning Georgian Forum 2013) უკვე მეოთხეჯერ ტარდება საქართველოში. კონკურსის მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.

ჩვენმა კლასმა გადაწყვიტა ჩართულიყო აღნიშნულ პროექტში და დავიწყეთ  პროექტის განხორციელება "მხიარული ურნა"



პროექტის განხორციელება დავიწყეთ პრობლემური კითხვით "ნეტა რამ გახადა დედამიწა ავად?" და მოხდა პრეზენტაციის ჩვენება



ინტეგრირებულ გაკვეთილზე (ბუნება,ხელოვნება)   დაამზადეს ,,სახალისო ურნები’’ და განათავსეს საკლასო ოთახში,დერეფანში და სკოლის ბიბლიოთეკაში ,გააკეთეს  საინფორმაციო ფლაერები  და დაურიგეს მოსწავლეებს, უფროსკლასელების დახმარებით გააფორმეს ბანერები და განათავსეს ბიბლიოთეკაში.მშობლების დახმარებით დარგეს ხე მცენარეები სკოლის სკვერში, მეტი ონფორმაციის მოძიების მიზნით მოსწავლეებმა  მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად მოაწყეს ლაშქრობა სოფელთან ახლოს მდებარე ტყეში. დაათვალიერეს პრობლემური ადგილები,გადაიღეს სურათები. ასევე   მასწავლებლებისგან ჩაიწერის ინტერვიუები ბუკის ვებ კამერის გამოყენებით. ინტერვიუს  ჩაწერაში დახმარნენ  მე-6 კლასის მოსწავლეები.მათ შეარჩიეს რესპოდენტები და დაგეგმეს ინტერვიუს ჩაწერის დრო. ბოლოს ვიდეოკოლაჟის ფონზე გააკეთეს საჯარო პრეზენტაცია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, მშობლებისა  და მასწავლებლებისთვის.
იხილეთ ბმულზე პროექტის ამსახველი ვიდეო მასალა.
   http://youtu.be/LX2Y2F3u1J8
                              


Комментариев нет:

Отправить комментарий