четверг, 5 декабря 2013 г.

  2-13 წლის ნოემბრის თვეში განვახორციელეთ სასწავლო - საქველმოქმედო  პროექტი ,ქველმოქმედება ყველაზე დიდი მადლია''

შევაგროვეთ ნივთები და ვესტუმრეთ ქალაქ გორში საზოგადოება,, ბილიკს''. ჩავტარეთ ერთობლივი ღონისძიება. გორის კულტურის სახლში  ვნახეთ სამგანზომილებიანი მულტფილმი. მულტფილმზე დავპატიჟეთ ბილიკის აღსაზრდელები.







четверг, 28 ноября 2013 г.

განვახორციელეთ პროექტი ,,ოქროსფერი შემოდგომა'' 


პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ ,,ღონისძიება ბარაქიანი შემოდგომა''
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა უდიტორიას გააცნეს კვლევის შდეგები, წაიკითხეს საბავშვო პოეტების მიერ დაწერილი ლექსები შემოდგომაზე , შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.ამოავლეს ჩურჩხელები.

четверг, 26 сентября 2013 г.

ხალისით დავიწყეთ სასწავლო წელი



და აი დადგა კიდევ ერთი სასწავლო წელი. ყველანი მოუთმენლად ველოდით სწავლის დაწყებას. წინ ბევრი სიახლე გველოდება. ჩვენ მზად ვართ გამოწვევებისათვის.
ჩვენი კლასი კვლავ  აგრძელებს პროექტებზე მუშაობას.
 პროექტის მხარდასაჭერად  შევქმენით facebook გვერდი "ერთად დავეხმაროთ დედამიწას"


               

воскресенье, 26 мая 2013 г.

ექსკურსია



სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წავიყვანე ექსკურსიაზე ვარიანში, სადაც  დავათვალიერეთ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, შემდეგ გავისეირნეთ ატენის ხეობაში.






ანბანის გაცილება




უკვე დიდები ვართ!  შევისწავლეთ წერა, კითხვა და  ვემშვიდობებით ანბანს   ღონისძიებით  "ანბანის გაცილება".





суббота, 11 мая 2013 г.

მასწავლებელთა კონკურსი საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2013 (Microsoft Partners in Learning Georgian Forum 2013) უკვე მეოთხეჯერ ტარდება საქართველოში. კონკურსის მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.

ჩვენმა კლასმა გადაწყვიტა ჩართულიყო აღნიშნულ პროექტში და დავიწყეთ  პროექტის განხორციელება "მხიარული ურნა"



პროექტის განხორციელება დავიწყეთ პრობლემური კითხვით "ნეტა რამ გახადა დედამიწა ავად?" და მოხდა პრეზენტაციის ჩვენება



ინტეგრირებულ გაკვეთილზე (ბუნება,ხელოვნება)   დაამზადეს ,,სახალისო ურნები’’ და განათავსეს საკლასო ოთახში,დერეფანში და სკოლის ბიბლიოთეკაში ,გააკეთეს  საინფორმაციო ფლაერები  და დაურიგეს მოსწავლეებს, უფროსკლასელების დახმარებით გააფორმეს ბანერები და განათავსეს ბიბლიოთეკაში.მშობლების დახმარებით დარგეს ხე მცენარეები სკოლის სკვერში, მეტი ონფორმაციის მოძიების მიზნით მოსწავლეებმა  მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად მოაწყეს ლაშქრობა სოფელთან ახლოს მდებარე ტყეში. დაათვალიერეს პრობლემური ადგილები,გადაიღეს სურათები. ასევე   მასწავლებლებისგან ჩაიწერის ინტერვიუები ბუკის ვებ კამერის გამოყენებით. ინტერვიუს  ჩაწერაში დახმარნენ  მე-6 კლასის მოსწავლეები.მათ შეარჩიეს რესპოდენტები და დაგეგმეს ინტერვიუს ჩაწერის დრო. ბოლოს ვიდეოკოლაჟის ფონზე გააკეთეს საჯარო პრეზენტაცია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, მშობლებისა  და მასწავლებლებისთვის.
იხილეთ ბმულზე პროექტის ამსახველი ვიდეო მასალა.
   http://youtu.be/LX2Y2F3u1J8